გატუზო: "ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის უნდა გვჯეროდეს"

      

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედი არ უნდა დაკარგოს.

სერია ა-ს 19 ტურის შემდეგ "როსონერიმ" 25 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, "მილანი" ევროპის ლიგაზე ასპარეზობს, რომლის მოგებაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირდაპირ საგზურს იძლევა.

"ჩემპიონატში არც ისე კარგი პოზიცია გვაქვს, მაგრამ იტალიის თასის ნახევარფინალში და ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გავედით. სათასო მატჩებიდან მაქსიმუმი უნდა გამოვიღოთ, მაგრამ სერია ა-ს უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს, რადგან წინ კიდევ დიდი გზაა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იქამდე უნდა გვჯეროდეს, სანამ ეს მათემატიკურად არის შესაძლებელი." - ციტირებს გატუზოს Football Italia.

  •  2-02-2018, 15:21
  •  

კომენტარის დამატება
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.