აჭარაბეთმა ოლიმპიელი ამბასადორებისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოყო!

      


აჭარაბეთის 8 საპატიო ელჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, 4 მათგანი კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. 
აჭარაბეთმა,  ნახევარ-მილიონიანი საპრიზო ფონდი გამოყო მათთვის, საიდანაც  ვერცხლის პრიზიორები 100-100 ათასი ლარით დაასაჩუქრა.

“დამთავრდა ოლიმპიური თამაშები და მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს, რომლებიც მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში, განსაკუთრებით ჩემპიონებს. საჩუქარი, რომელიც  აჭარაბეთმა გაგვიკეთა ამბასადორებს,იყო სრულიად მოულოდნელი და ძალიან გაგვახარა თითოეული სპორტსმენი. ნამდვილად მისაბაძი საქციელია და დაფასების ეს ფორმა მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის. სამწუხაროდ, კოვიდ იზოლაციის გამო არ ვიმყოფებოდი დაჯილდოებაზე და  კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აჭარაბეთს “- განაცხადა გურამ თუშიშვილმა.

აჭარაბეთი არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში  წვლილი შეიტანოს.

  •  18-08-2021, 15:51
  •  

კომენტარის დამატება
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.