“აჭარაბეთ არენა“ - ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა

      


“აჭარაბეთ არენა“ - ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა

დღეს ბათუმის სტადიონზე “აჭარაბეთსა“ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნოო 5 წლის განმავლობაში,  “აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.

„აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც  ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც  ბათუმის ახალ თანამედროვე სტადიონს, სადაც უამრავ კარგ თამაშს ვიხილავთ და ბევრ დადებით ემოციას მივიღებთ, ახალი სახელწოდება მიენიჭა - აჭარაბეთ არენა.
დღეს კი, ბათუმის დინამო პირველად ითამაშებს აჭარაბეთ არენაზე და იმედი გვაქვს ახალი სახელი იღბლის და ბევრი წარმატებების მომტანი იქნება. წინ ბევრი საინტერესო მოვლენა და დიდი სანახაობა გველის“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს  ბათუმის „დინამო” მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად,  სტადიონი „უეფას კონფერენს ლიგის” მატჩებსაც უმასპინძლებს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს “აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.



  •  5-08-2021, 20:24
  •  

კომენტარის დამატება
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.