საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციოსთვის ემზადება

      


ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.
კორონა ვირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრეთ წოდებული “ბაბლის” პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველად ივარჯიშა.ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშა.
ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა,  გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ.ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.
დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების გენერალური სპონსორია adjarabet.com


tvlive.ge does not host, upload or control any broadcasts or media files.
All streams and videos found here are shared by sports fans around the world and are available through sites like Twitch, Ustream, Streamable and so on. We simply help making the search for streams and videos easier, and are not responsible for any infringements. for that please contact appropriate media file owners / hosters.
  •  25-11-2020
  •  

კომენტარის დამატება
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.